თავი VI პატარა ღარიბი კაცი

იმ გამოქვაბულიდან, თითქოს ღუმელიდან, მადლიერებისა და თავმდაბლობის ცეცხლში გამოწრთობილი უძლიერესი, უცნაური და თვითმყოფადი ადამიანი გამოვიდა. ესაა ის, რასაც ხასიათს ვუწოდებთ – კარგი რომანის ან პიესის ხასიათს. ის არა მარტო ჰუმანისტი, არამედ ჰუმორისტიც იყო - ამ სიტყვის ძველი ინგლისური მნიშვნელობით – ხასიათის კაცი, რომელიც საკუთარი გზით მიდის და აკეთებს იმას, რასაც არავინ სხვა არ გააკეთებდა. ჩვენამდე მოღწეულ გადმოცემებში გარკვეულ მსგავსებას შეამჩნევთ დოქტორ ჯონსონთან; იქნებ რაღაცით უილიამ ბლეიქი და ჩარლზ ლემბიც მოგაგონოთ. ამ განწყობას ასეთი ანტითეზა თუ გადმოსცემს: ქმედება, რომელიც ყოველთვის მოულოდნელია, მაგრამ არასდროს – შეუსაბამო; სიტყვა თუ საქმე, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენ, მაგრამ თქმის თუ გაკეთებისთანავე ნიშანდობლივად რომ იქცევა. ყველაფერი გასაოცარი და გარდუვალი პიროვნულობით ხასიათდება. უეცარი შეგუების უნარი და დამაბნეველი თანმიმდევრულობა წმ. ფრანცისკს თავისი დროის გამორჩეულ ადამიანად ხდის. კაცობრიობა სულ უფრო მეტად რწმუნდება შუასაუკუნოვანი ცივილიზაციის სოციალურ სიქველეში; ის სამყარო ბევრად წინ იყო დღევანდელზე იმის გაგებით, რაც ყველა ადამიანისთვის საერთოა: სიკვდილი, გონების ნათელი და საერთო სინდისი, რომელიც საზოგადოების შემაკავსირებელია. მაშინდელი განზოგადოებები ბევრად უფრო საღია, ვიდრე დღევანდელი მატერიალიზმის შლეგური თეორიები. იმ დროს არავინ აიტანდა შოპენჰაუერისეულ ცხოვრების ზიზღს ან ნიცშეს ცხოვრებას ზიზღისთვის. თუმცა თანამედროვეობას უფრო ღრმად ესმის ის, რაც ადამიანებს განასხვავებს: ხასიათის მრავალფეროვნება, რომელიც ცხოვრების პიროვნულ მხარეს შეადგენს. ყველა, ვინც ფიქრის უნარს არაა მოკლებული, ხვდება, რაოდენ საღად აზროვნებდენ დიდი სქოლასტიკოსები; თუმცა ეს აზროვნება თითქოს შეგნებულად იყო გაუფერულებული. ყველა თანხმდება, რომ იმ ეპოქის უდიდესი ხელოვნება ხუროთმოძღვრება, ანუ საზოგადებრივი შენობების მშენებლობის ხელოვნებაა. ეს არაა პორტრეტის ეპოქა, თუმცა წმ. ფრანცისკის მეგობრებმა მოახერხეს პორტრეტის დატოვება, რომელიც სიყვარულით და ერთგულებით აღსავსე კარიკატურა უფროა – უკიდურესად პირადული ხაზებითა და ფერებით. ექსცენტრიკული ელფერით ის წმინდანებს შორისაც გამოირჩევა, თუ კი ეს შეიძლება ითქვას ადამიანზე, რომელიც მუდამ ცენტრისკენ ისწრაფის.
ვიდრე მისი პირველი თავგადასავლების და დიდი საძმოს შენების ამბავს მოვყვები, რომელმაც დასაბამი დაუდო უცნაურად ლმობიერ ამბოხებას, სჯობს ეს არასრულყოფილი პიროვნული პორტრეტი დავასრულო და წინა თავში დეტალურად აღწერილი პროცესის შედეგი განვიხილო. შედეგში ვგულისხმობ რეალურ ადამიანს, რომელიც ამ გამოცდილებამ ჩამოაყალიბა; წელზე თოკშემორტყმულ ყავისფერსამოსიან კაცს, რომელსაც იტალიის გზებზე ხვდებოდნენ, რადგან მხოლოდ ისაა, ღვთის წყალობას თუ არ ჩავთვლით, ახსნა იმისა, რაც მერე მოხდა. ადამიანები სავსებით განსხვავებულად იქცეოდნენ იმის მიხედვით, შეხვდნენ მას თუ არა; და თუ ვეცდებით გავიგოთ ყველაფერი, რაც ამას მოჰყვა: მღელვარება, მიმართვები პაპს, ხელისუფლებას შემოხვეული ყავისფერსამოსიანი ხალხი, პაპის განცხადებები, მწვალებლობის ბრალდებები, სასამართლო და ტრიუმფალური გადარჩენა, ახალი მოძრაობით ავსებული ქვეყნიერება – უნდა ვეცადოთ, დავინახოთ და გავიგონოთ ყავისფერი წოწოლა თავსაბურავით დაფარული სახე და ხმა. ყველაფერი ამის ერთადერთი ახსნა ფრანცისკ ბერნარდონე და უნდა წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ შეგვხვედროდა. სხვანაირად რომ ვთქვათ, მის შინაგან ცხოვრებასთან დაკავშირებული ვარაუდებიდან გარეგნული ნიშნების განხილვას დავუბრუნდეთ; თითქოს ის უცნობია, რომელიც უმბრიაში, ზეთისხილის ბაღებით და ვენახებით დაფარულ ბორცვებს შორის, გზაზე, ჩვენს შესახვედრად მოემართება.
ფრაცისკ ასიზელი ხმელი აგებულების იყო, რას სიმკვირცხლესთან ერთად, სიმცირის შთაბეჭდილებას ქმნის ხოლმე; ალბათ უფრო მაღალი, ვიდრე ჩანდა – საშუალო სიმაღლის, ბიოგრაფების თქმით; ძალიან ცოცხალი და საკმაოდ მტკიცე – თუ იმით ვიმსჯელებთ, რაც გამოიარა; სამხრეთულად შავგვრემანი, მუქი და წაწვეტებული წვერით, რომელიც ელფებს ნახატებზე კაპიუშონიდან მოუჩანთ, თვალებში კი - ცეცხლის ნათება, რომელიც მას დღედაღამ წვავდა. არის მასზე გადმოცემებში რაღაც ისეთი, რაც გვაფიქრებინებს, რომ სხვა იტალიელებზე იქნებ მეტადაც იყო მიდრეკილი ჟესტების დაუცხრომელი პანტომიმისკენ, და თუ ეს ასეა, ეჭვგარეშეა, რომ მისი ჟესტები, სხვა იტალიელებზე კიდევ უფრო მეტად, მხოლოდ კეთილგანწყობას და თავაზიანობას გამოხატავდა. ორივე ეს ფაქტი: სიმკვირცხლე და კეთილგანწყობა გარეგნული ნიშნებია იმისა, რაც მას ნათლად გამოარჩევს მრავალთაგან, ვინც მეტად გამოიყურებოდა მის მსგავსად, ვიდრე სინამდვილეში იყო. სიმართლეა, როცა ამბობენ, რომ ფრანცისკ ასიზელმა შუასაუკუნოვან, და მაშასადამე თანამედროვე დრამას ჩაუყარა საფუძველი. ამ უაღრესად დრამატულ ადამიანს არაფერი ეცხო თეატრალურობის. მისი ეს მხარე კარგად გამოჩნდება, თუ ავიღებთ უწყინარ თვისებას, რომელსაც ბუნების სიყვარულს უწოდებენ. იძულებული ვარ, ეს გამოთქმა გამოვიყენო, თუმცა ეს სრულიად არასწორი გამოთქმაა.
წმ. ფრანცისკი არ იყო ბუნების მოყვარული. სწორად თუ გავიგებთ, ბუნების მოყვარული ზუსტად ისაა, რაც წმ. ფრანცისკი არ იყო. ფრაზა გულისხმობს მატერიალური სამყაროს, როგორც ბუნდოვანი გარემოს მიღებას, სენტიმენტალური პანთეიზმის მაგვარ რასმე. ლიტერატურული რომანტიზმის ეპოქაში, ბაირონის და სკოტის ხანაში, ადვილად წარმოიდგენდნენ განდეგილს, რომელსაც (სასურველია, მთვარის შუქით განათებულ) საყდრის ნანგრევებში უპოვნია მყუდრო სავანე; დიდებულ ტყესთან და მდუმარე ვარსკვლავებთან სევდანარევ ჰარმონიაში მყოფი, ჩაფიქრებული დასცქერის განათებულ ხელნაწერს, რომლის ლიტურგიკულ ხასიათზე ავტორს ბუნდვანი წარმოდგენა აქვს. მოკლედ, ასეთ განდეგილს უყვარს ბუნება, როგორც ფონი. წმ. ფრანცისკი კი არ ცნობს ფონს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის გონებასაც არ გააჩნია ფონი, უ არ ჩავთვლით იმ ღვთიურ ბინდს, რომლიდნაც ღვთიური სიყვარული ფერად არსებებს სათითაოდ იძახებს. ის ყველაფერს დრამატულად ხედავდა, არა ცალ-ცალკე, სურათივით, არამედ მოქმედებაში, როგორც პიესაში. ისარივით თავზე გადაფრენილ ჩიტს ამბავი და მიზანი ჰქონდა, ოღონდ სიცოცხლის მიზანი, და არა სიკვდილის. ბუჩქს შეეძლო მას ყაჩაღივით დახვედროდა, და ისიც მზად იყო, ყაჩაღს ისევე შეგებებოდა, როგორც ბუჩქს.
ოკლედ, ჩვენ ვლაპარაკობთ ადამიანზე, რომელიც ხეების მიღმა ტყეს ვერ ამჩნევს. წმ. ფრანცისკი ის ადამიანია, რომელსაც არ სურდა ტყის დანახვა ხეების ხარჯზე. ის ყველა ხეს ცალკე ხედავს, როგორც სიწმინდეს, ღვთის შვილს და ამდენად - ადამიანის ძმას ან დას. ის არ დაგებოდა სასცენო დეკორაციის წინ, რომელიც ზოგადად აღწერილია, როგორც „სცენა: ტყე.“ ამ თვალსაზრისით ის უფრო დრამატულია, ვიდრე ეს დრამას სჭირდება. დეკორაცია მის კომედიებში გაცოცხლდებოდა. კედლები დრუნჩა თოქმაჩივით ალაპარაკდებოდნენ, ხეები კი დუნსინანისკენ დაიძრებოდნენ. ყველაფერი წინა პლანზე გადმოიწევდა, რამპის სინათლესთან ახლოს; ყველაფერი შეიძენდა ხასიათს. ამ თვისებით, როგორც პოეტი, ის სრულად განსხვავდება პანთეისთისგან. ის არ უწოდებს ბუნებას დედას; ის სრულიად კონკრეტულ სახედარს უწოდებს ძმას, კონკრეტულ ბეღურას კი დას. თუ ის პელიკანს დეიდას ან სპილოს ძიას უწოდებდა, რაც ადვილი შესაძლებელია, ის ამით გარკვეულ არსებებს იგულისხმებდა, ღმერთის მიერ შექმნილსა და გარკვეულ ადგილმიჩენილებს, და არა ევოლუციური ენერგიის გამოვლინებას. აქ მისი მისტიციზმი ძალიან უახლოვდება ბავშვურ საღ აზრს: ბავშს ხომ არ ძნელება იმია გაგება, რომ ღმერთმა შექმნა კატა და ძაღლი, თუმცა ხვდება, რომ არაფრისგან ძაღლების და კატების შექმნა იდუმალებით მოცული პროცესია, რომელიც მისი წარმოსახვის მიღმაა. მაგრამ ვერცერთი მავშვი ვერ გაგიგებთ, თუ კატას, ძაღლს და ყველაფერ დანარჩენს ერთ მრავალფეხა ურჩხულში გააერთიანებთ და ბუნებას დაარქმევთ. ბავშვი გადაჭრით იუარებს ასეთი ცხოველის თავი და ბოლო გაარკვიოს. წმ. ფრანცისკი მისტიკოსი იყო და სწამდა მისტიკ, და არა მისტიფიკაცი. ის შეურიგებელი მტერი იმ მისტიკოსების, რომლებიც საგნებს მათ გარემოში თქვეფენ. ის ნათელის და ბნელის მისტიკოსი, და არა ბინდბუნდის - აღმოსავლეთელი ნათელმხილველის საპირისპირო, რომელიც მისტიკოსი მხოლოდ იმიტომაა, რომ მატერიალისტობის საშუალებას სკეპტიკოსობა არ აძლევს. წმ. ფრანცისკი ნამდვილი რეალისტია, ამ სიტყვის ბევრად უფრო რეალური, შუასაუკუნოვანი გაგებით. ამით ის ძალიან ახლოსაა საკუთარი ეპოქის საუკეთესო განწყობასთან, რომელმაც მეთორმეტე საუკუნის ნომინალიზმი დაამარცხა. ეს ცხადად აისახა იმ ეპოქის სახვით ხელოვნებაში, აგრეთვე – ჰერალდიკაში. ფრანცისკანული ფრინველები და ცხოველები ჰერალდიკურს ჰგვანან; არა ზღაპრულობით, არამედ იმ თვალსაზრისით, რომ მათ ეპყრობიან როგორც ფაქტებს – წმინდას და ნათელს, ატმოსფეროსა და პერსპექტივის ილუზიით დაუმახინჯებელს. ამ თვალსაზრისით ის შავ ფრინველს ფირუზისფერ და ვერცხლისფერ ცხვარს ზურმუხტისფერ ველზე ხედავს. თუმცა თავმდაბლობის ჰერალდიკა უფრო მდიდარია, ვიდრე ამპარტავნობის, რადგან ის ყველაფერ, რაც ღმერთის ნაბოძებია, უფრო ფასეულად და უნიკალურად თვლის, ვიდრე ბლაზონირებას, რომლებსაც პრინცები და პერები ერთმანეთს ურიგებენ. დანებების უფსკრულიდან ის ფეოდალური ეპოქის უმაღლეს წოდებებზე უფრო მაღლა ადის და კეისარის დაფნას თუ ლომბარდიის რკინის გვირგვინს სცდება. ესაა უკიდურესობათა გაერთიანების მაგალითი: პატარა, ღარიბი კაცი, რომელმაც ყველაფერი შემოიძარცვა და არარაობა დაირქვა, თავს მზის და მვარის ძმა უწოდა - დიდებულ და მკვეხარა აზიელ ავტოკრატის მსგავსად .
ყველაფერში განსაკუთრებულის და გასაოცარის დანახვაც კი, მნიშვნელოვანია მისი ცხოვრების ხასიათის გასაგებად. მისთვის ყველაფერი ამაღელვებელია, ამიტომ თავადაც ამაღელვებელი იყო ყოველთვის. გვახსოვდეს, რომ ის პოეტია, და მხოლოდ ასეთნაირად შეიძლება მისი გაგება. თუმცა ერთ პოეტურ უპირატესობას ფლობს, რომელიც არცერთ პოეტს არ გააჩნია და ამ თვალსაზრისით რთადერთი ბედნიერი პოეტია უბედურთა შორის - თვით მისი ცხოვრება იყო პოემა. ის არა იმდენად საკუარი ლექსის მომღერალი მენესტრელია, რამდენადაც დრამატურგი, რომელიც საკუთარ პიესას თამაშობს. რასაც აკეთებს, უფრო წარმოსახვითია, ვიდრე ის, რასაც ამბობს. მთელი მისი ცხოვრება მუდმივი და მშვენიერი კრიზისია. ცხოვრების ხელოვნებაზე ლაპარაკი ხელოვნური უფროა, ვიდრე არტისტული, მაგრამ წმ. ფრანცისკმა თავად ცხოვრება აქცია ხელოვნებად – წინასწარი ჩანაფიქრის გარეშე. ბევრი მისი ქმედება რაციონალისტური გემოვნებისთვის სასაცილო და დამაბნეველია, მაგრამ ეს ყოველთვის მოქმედებაა და არა ახსნა - ყოველთვის იმას აღნიშნავს, რასაც გულისხმობს. გასაოცარი ცხოველმყოფელობა, რომლითაც ის კაცობრიობის მეხსიერებაში და წარმოდგენაში აღიბეჭდა, მეტწილად ი ამაღელვებელ გარემოებათა წყალობითაა, რომელშიც გამდმებით ექცეოდა. სამოსის განძარცვისა და მამის ფერხთით დაყრიდან მოყოლებული, ვიდრე შიველ მიწაზე ჯვრისებრ სასიკვდილოდ განრთხმამდე, მისი ცხოვრება ამ არაცნობიერი დამოკიდებულებებისა და ჟესტებისგან შედგება. ადვილია მსგავსი მაგალითებით ფუცლების ერთიმეორის მიყოლებით ავსება, მაგრამ ამ მოკლე ჩანახატისთვის ნაცად ხერხს ვიხმარ და ერთზე შევჩერდები, ოღონდ უფრო დაწვრილებით, ვიდრე ამას გრძელ ჩამონათვალი მოვახერხებდი – იმ იმედით, რომ შინაარსი უკეთ გავერკვევით. ეს ამბავი მისი სიცოცხლის ბოლოს მოხდა, მაგრამ საინტერესოდ მოგვაგონებს მის დასაწყისს და ამ რომანტიკული რწმენის მნიშვნელოვან ერთიანობას აგვირგვინებს.
ესთან და მთვარესთან, წყალთან და ცეცხლთან ძმობის შესახებ ფრაზა, რა თქმა უნდა, მის ცნობილ ლესშია, რომელსაც „სიმღერა ქმნილებებზე“ ან „სიმღერა მზეზე“ ჰქვია. ის მღეროდა ამ ლექსს თავისი ცხოვრების მზიურ ხანაში, როცა მინდვრებში დაეხეტებოდა და ზეცა თავის პოეტურ გზნებას აღვლენდა. ეს ზედმიწევნით დამახასიათებელი ნაშრომია და წმ. ფრანცისკის აღდგენა მხოლოდ მისი წყალობითაც შეიძლება. გარკვეული თვალსაზრისით ის მარტივი და სწორხაზოვანია, როგორც ბალადა, თუმცა განსხვავებულობის დახვეწილ ალღოსეიცავს. დააკვირდით, მაგალითად, უსულო საგნების სქესს, რომელიც შორს სცდება ჩვეულებრივი გრამატიკის ფარგლებს. ტყუილად ხომ არ უწოდებს ცეცხლს – დაუოკებელს, მხიარულს და ღონიერს – ძმას, წყალს კი – წმინდას და წყნარს – დას. გვახსოვდეს, რომ წმ. ფრანცისკი არაა გატაცებული ალეგორიაში გარდაქმნილი მთელი ამ ბერძნულ-რომაული პოლითეიზმით, რომელიც ხშირად ევროპული პოეზიის შთაგონების წყაროა, ზედმეტად ხშირად კი – აუცილებელი პირობა. სწავლის მიმართ, ცოტა არ იყოს, აგდებული დამოკიდებულების გამო, ავად თუ კარგად, მას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა ნეპტუნი და ნიმფები წყალთან, ვულკანი და ციკლოპები კი ცეცხლთან დაეკავშირებინა. ეს ადრე უკვე ნავარაუდევის ზუსტი ილუსტრაციაა: წარმართობის აღორძინებისაგან ძალიან დაშორებული, ფრანცისკანული რენესანსი უფრო გამოღვიძება და ახალი დასაწყისია, წარმართობის მიმავიწყებელი ძილის შემდეგ. ასეა თუ ისე, წმ. ფრანცისკი ახალი ფოლკლორის დამწყებია, ის ახალ მითოლოგიას ქმნის და ერთი შეხედვით ასხვავებს ღმერთებს ქალღმერთებისგან. სქესის ეს უცნაური ალღო წარმოსახვის ერთადერთი მაგალითი არაა. უცნაური სიზუსტითაა გამოცალკევებული მზე – ოდნავ მეტი მოწიწებით, ვიდრე უბრალოდ „ძმა“ - ასე მიმართავს ხოლმე ერთი მეფე მეორეს: „Monsieur notre frere.“ აქ ნახევრადირონიული ჩრდილია იმ რწყინვალებისა , რომელიც წარმართული პირველობიდან მომდინარეობს. ერთ ეპისკოპოსს დაუჩივლია, რომელიღაც ნონკომფორმისტმა წმ. პავლეს უბრალოდ პავლე უწოდა – ბატონი პავლე მაინც ეთქვაო. ასევეა წმ. ფრანცისკი სრულიად თავისუფალი ხოტბით თუ ძრწოლით უფალი ღმერთი აპოლონის თაყვანისცემისგან და ახალ, ჩვილ ზეცაში მას ბატონ მზე უწოდებს. აქ ის შთაგონებული ბავშვია. მსგავსი ბუნდოვანი, მაგრამ ჯანსაღი კრძალვა იგრძნობა, როცა ძმობილი მელა და ძმობილი კურდღელი ბატონ ადამიანს მოიხსენიებენ ხოლმე პატივისცემით.
ჭაბუკური მხიარულებით და ბავშვური მოგონებით აღსავსე ეს ლექსი მისამღერივით გასდევს მთელ მის ცხოვრებას და მისი ფრაგმენტები გამუდმებით თავს იჩენს ხოლმე მის ჩვეულებრივ მეტყველებაში. ამ არაჩვეულებივი ენის უკანასკნელი გამოვლინება მოხდა შემთხვევაში, რომელიც ჩემზე სიმძაფრით მოქმედებ და ნათელი ილუსტრაციაა ამ ჟესტისა და მანერის, რომელზეც ვლაპარაკობ. ასეთი შთაბეჭდილებები წარმოსახვისა და გემოვნების საკითხია. მათზე კამათი უაზროა, რადგან ყველაფერი ეს სიტყვების მიღმაა, მიუხედავად იმისა, თავად შეიცავს სიტყვებს თუ არა. ეს ყველაფერი რიტუალური მოძრაობაა, დალოცვის თუ დარტყმის მსგავსი. უმაღლეს მაგალითში არის რაღაც, რაც ყოველგვარ ჩვენებას სცდება, რაღაც, ხელის მძლავრი ჩრდილის მსგავსი, რომელიც გეთსემანიის სიბნელესაც კი აბნელებს: „დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ...“ თუმცა არის ხალხი, რომელიც ვნებათა პარაფრაზირებას და განვრცობას ჰკიდებს ხელს.
წმ. ფრანცისკი კვდებოდა. ის ხნიერი იყო, თუმცა უასაკოდ ხნიერი: ორმოცდაათსაც ვერ მიაღწია, მარხვითა და ბრძოლით გაცვეთილმა. ალვერნოს საშინელი ასკეზის და კიდევ უფრო საშინელ გამოცხადებათა შემდეგ ის გატეხილი ადამიანია. როდესაც ამ მოვლენებს შევეხებით, დავინახავთ, რომ მხოლოდ ავადმყოფობა და სხეულის დაუძლურება არაა, რაც მის ცხოვრებას ჩრდილავს. ის გულგატეხილია თავისი მთავარი საქმის – ისლამის მიმდევართა მოქცევით ჯვაროსნული ომების დასრულების ჩავარდნით. კიდევ უფრო მეტად დამთრგუნველია საკუთარ ორდენში კომპრომისის ნიშნების გამოჩენა და პოლიტიკური თუ პრაქტიკული სულისკვეთების დამკვიდრება; უკანასკნელი ენერგია მან პროტესტს შეალია.
ამ დროს უთხრეს, რომ ბრმავდება. აქ მოყვანილი იმ მკრთალი მინიშნებით, თუ როგორ აღიქვამდა წმ. ფრანცისკი ცისა და მიწის დიდებასა და ბრწყინვალებას, ფრინველების, ცხოველებისა და ყვავილების ფერისა და ფორმის ჰერალდიკურ სიმბოლიზმს, შეგვიძლია ვიგრძნოთ, რას ნიშნავდა მისთვის თვალის ჩინის დაკარგვა. წამალი ავადობაზე უარესი აღმოჩნდა – საეჭვო მკურნალობა თვალის გავარვარებული რკინით მოწვას გულისხმობდა, ყოველგვარი გაყუჩების გარეშე. წმინდა მოწამეთა ცხოვრებიდან ამოკითხული წამება, რომელსაც სირიაში ამაოდ ეძებდა, ამაზე უარესი ვერ იქნებოდა. როდესაც ღუმელიდან დამღა ამოიღეს, ის წამოდგა და მოკრძალებით მიმართა უჩინარ დამსწრეს: „ძმაო ცეცხლო, ღმერთმა მშვენიერი, ღონიერი და სასარგებლო შეგქმნა, გევედრები, იყავ თავაზიანი ჩემს მიმართ.“
თუ არსებობს სიცოცხლის ხელოვნება, ეს მომენტი ამ ხელოვნების შედევრია. ბევრი პოეტი ვერ გაიხსენებს ასეთ დროს საკუთარ ლექსს. უილიამ ბლეიკიც კი დაიბნეოდა, კეთილშობილი „ვეფხვო, ვეფხვოს“ კითხვისას დიდ, ცოცხალ ბენგალურ ვეფხვს ფელპამის კოტეჯის ფანჯარაზე თავი რომ შემოედო. ალბათ შეცბებოდა და თავისი ლექსის ოთხფეხა გმირისთვის თავაზიანად მისალმებას ვერ მოახერხებდა, რომ არაფერი ვთქვათ ლექსის დასრულებაზე. შელი, რომელსაც სურდა, რომ ღრუბელი, ან ქარით ატაცებული ფოთოლი ყოფილიყო, ალბათ ცოტათი გაოცდებოდა, თავი ათასი ფუტის სიმაღლეზე, ჰაერში, ბორცვების თავზე რომ აღმოეჩინა. თვით კიტსს, რომელმაც იცოდა, რომ სიცოცხლესთან მისი კავშირი სუსტია, შეაშფოთებდა იმის გაგება, რომ მორცხვი ჰიპოკრენა – მისი შთაგონების წყარო – შეიცავს წამალს, რომელიც ნაშუაღამევს საიქიოს გაისტუმრებს უმტკივნეულოდ. ფრანცისკს კი მხოლოდ დიდი ტკივილი ერგო და არანაირი წამალი. და მაინც, მისი პირველი ფიქრი სიყრმის სიმღერიდან მოსული ფანტაზიაა. მან გაიხსენა დრო, როცა ცეცხლი ზეციურ ბაღში ყვავილობდა, დიდებული და მხიარულად შეფერილი; და როცა ის გავარვარებული წამების იარაღად დაუბრუნდა, მეტსახელით შეეგება, როგორც ძველ მეგობარს, მეტსახელით, რომელსაც ჭეშმარიტად შეიძლება ნათლობის სახელი ვუწოდოთ.
მთელი მისი ცხოვრება ასეთი შემთხვევებისგანაა შედგენილი; ეს იმიტომ ავარჩიე, რომ გვიჩვენებს, რას გულისხმობს ჟესტი – სამხრეთული, დრამატული ჟესტი - რომლის ჩრდილიც თან სდევს ყველა მის სიტყვას, და კიდევ იმიტომ, რომ მასში ნახსენები თავაზიანობა ჩვენს შემდეგ ფაქტს ეხმიანება. წმ. ფრანცისკის ხალხურ ალღოს და საძმოს იდეით აღფრთოვანებას ვერაფერს გავუგებთ, თუ ძმაბიჭურ განწყობას წარმოვიდგენთ. ხშირად დემოკრატიული იდეალის მტრებისგან, უფრო ხშირად კი მისი მომხრეებისგან გაიგებთ, რომ ეს განწყობა ამ იდეალის აუცილებელი თანმხლები პირობაა. რატომღაც თანასწორობა ყველა ადამიანის თანასწორ უხეშობად წარმოუდგენიათ. ეს არაა ის თანასწორობა, რომელსაც წმინდა ფრანცისკი ესწრაფოდა, არამედ ამის საპირისპირო – თავაზიანობაზე დაფუძნებული ძმობა. ფანტაზიების მისეულ, ზღაპრულ ქვეყანაშიც კი, ყვავილებით, ცხოველებით და უსულო საგნებით გარემოცული, ის მუდამ გარკვეულ მოწიწებას ინარჩუნებდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა ვიღაცაზე: ისეთი ადამიანია, კატასაც კი მოუბოდიშებსო. წმ. ფრაცისკი ნამდვილად მოუბოდიშებდა კატას. ჩიტების ჟღურტულით სავსე ტყეში, ქადაგებისთვის გამზადებულს უთქვამს თავაზიანი ჟესტის თანხლებით: „ პაწაწინა დებო, თუ უკვე თქვით სათქმელი, მეც მომისმინეთ.“ ყველა ჩიტი გაჩუმებულა, რაც ჩემთვის ადვილი დასაჯერებელია. რადგან ჩემი ჩანაფიქრი საშუალო თამნამედროვე მკითხველისთვისაა გამიზნული, ამიტომ წმ. ფრანცისკის სასწაულებრივ შესაძლებლობებს ცალკე განვიხილავ.
თუმცა ყოველგვარი სასწაულის გარეშეც, ასეთი მიმზიდველობის ადამიანები,
რომლებსაც ძალიან აინტერესებთ ცხოველები, ხშირად მათზე არაჩვეულებრივი გავლენის უნარს ფლობენ. წმ. ფრანცისკის ეს უნარი ყოველთვის დახვეწილ თავაზიანობაში ვლინდებოდა. დიდწილად სიმბოლური ხუმრობით, მოწიწებული პანტომიმით ის თაყვანს სცემდა ღმერთს მის ყველა ქმნილებაში. ამ თვალსაზრისით ის არა მარტო კატას ან ჩიტებს, სკამსაც და მაგიდასაც კი მოუბოდიშებდა, მასზე ან მასთან ჯდომისთვის. ვინმეს ალბათ ეჩვენებოდა, რომ უწყინარ შეშლილობასთან აქვს საქმე, როდესაც ადამიანი ყველა ბოძს ესალმება და ხეს ქუდს უხდის. ეს ყველაფერი წარმოსახვითი ჟესტის ალღოა, ღვთაებრივი მუნჯური ენის მაგვარი რამ, რომლითაც ის სოფელს ასწავლიდა. და თუ ეს ცერემონიული ელემენტი მცირე ამბებშიც კი ვლინდება, მისი სიცოცხლის უმნიშვნელოვანეს საქმეში – კაცობრიობის, ან უფრო მეტად, ადამიანებისადმი მიმართვაში, ეს გამოვლინება ბევრად უფრო სერიოზულია.
უკვე ვთქვი, რომ წმ. ფრანცისკი ხეების მიღმა ტყეს შეგნებულად არ ხედავდა. კიდევ უფრო სამართლიანია ამის თქმა ადამიანზე. ამ ჭეშმარიტ დემოკრატს უბრალო დემაგოგისგან ის განასხვავებს, რომ არასდროს არ მოუტყუებია და არც მოტყუებულა კოლექტიური ზემოქმედების ილუზიით; არასდროს დაუნახავს მრავალთავა ურჩხული – ის ყოველთვის ღვთის ხატს ხედავდა, გამრავლებულს, მაგრამ არა გამეორებულს. მისთვის ადამიანი ადამიანი იყო და არასდროს გაუჩინარებულა ბრბოში მეტად, ვიდრე უდაბნოში. მას არა მარტო უყვარდა ყველა ადამიანი; ის პატივს სცემდა ყველა ადამიანს. მისი არაჩვეულებრივი პიროვნული ძალის წყაროც ეს იყო: პაპით დაწყებული და მათხოვრით დამთავრებული, სირიის სულთანიდან ტყის დაკონკილ ყაჩაღებამდე, არავის ჩაუხედავს ამ ანთებულ თვალებში ისე, რომ არ ეგრძნო – ფრანცისკ ბერნარდონეს ის აინტერესებს, აინტერესებს მთელი მისი შინაგანი, პირადი ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე, რომ თავად ისაა ფასეული და მნიშვნელოვანი, და არა მისი სახელი სიოციალური პოლიტიკის თუ საეკლესიო დოკუმენტის სიაში. ამ ზნეობრივი თუ რელიგიური იდეის გარეგანი გამოხატვა მხოლოდ თავაზიანობას შეუძლია. მოწოდებით ამას ვერ შეძლებ, რადგან ეს არაა აბსტრაქტული ენთუზიაზმი. თანაგრძნობაც არ გამოდგება, რადგან ეს არაა მხოლოდ სიბრალული. ეს გარკვეულ აღმატებულებას მოითხოვს, რომელსაც კარგი მანერები შეიძლება დავარქვათ. შეიძლება ასეც ითქვას: წმ. ფრაცისკმა თავის ცხოვრების შიშველ და ცარიელ სიმარტივეს ერთი ფუფუნება - სამეფო კარის მანერები შეუნარჩუნა.
თუმცა კარზე ერთი მეფეა და ასი დიდებული, ჩვენს ამბავში კი ერთი დიდებული ას მეფეს შორის დაიარება, რადგან ის ადამიანთა გროვას ისე ექცევა, თითქოს მეფეთა კრებული იყოს. ესაა ერთადერთი ჭეშმარიტი დამოკიდებულება, რომლითაც შეიძლება ისეთ ადამიანებამდე მიღწევა, მას რომ სურდა. ამას ვერ იზამ ოქროს, ან პურის დარიგებით, რადგან გამცემი ხშირად გულცივია; ვერ გააკეთებ ვერც დროის და ყურადღების დათმობით, რადგან ფილანტროპები და კეთილგანწყობილი ბიუროკრატებიც აკეთებენ ამას, კიდევ უფრო მეტი და გულცივი აგდებულობით. ვერანაირი გეგმა, შეთავაზება თუ გარდაქმნა ვერ შეძლებს დაუბრუნოს გატეხილ ადამიანს საკუთარი თავის პატივისცემა და თანასწორთან საუბრის განცდა. ერთ ჟესტს შეუძლია ამის გაკეთება.

ამ ჟესტით მოძრაობდა ფრანცისკ ასიზელი ადამიანებს შორის. მალე გამოჩნდა, რომ ამ ჟესტში არის რაღაც მაგიური და მისი მოქმედება მომაჯადოებელია. მაგრამ ის მხოლოდ ბუნებრივად უნდა იქნეს აღქმული, რადგან თითქმის ბოდიშის ჟესტია. უნდა წარმოვიდგინოთ მისი მოძრაობა ქვეყანაზე; სწრაფი, იმპულსურად თავაზიანი, როგორ ჩაიმუხლებს, ნახევრად წაბარბაცებით, ნახევრად – ზრდილობიანად. ყავისფერი კაპიუშონის ქვეშ სახეა ადამიანის, რომელიც მუდმივად სადღაც მიიჩქარის, თითქოს ფრინველთა გადაფრენას მისდევს და აკვირდება. მოძრაობის ეს განცდაა იმ გადატრიალების არსი, რომელიც მან მოახდინა. ის შრომა, რომელიც ახლა უნდა აღვწერო, მიწისძვრის ან ვულკანის ბუნებისაა, აფეთქებაა, რომელმაც სამონასტრო ციხესიმაგრეში ათი საუკუნის განმავლობაში დაგროვილი ძალა ამოაფრქვია და ეს სიმდიდრე დედამიწის კიდემდე მიმოაბნია. აქ იქნებ მეტად, ვიდრე სხვა შემთხვევებში, ანტითეზა გამოდგეს: ის, რაც წმ. ბენედიქტმა დააგროვა, წმ. ფრანცისკმა გაფანტა; თუმცა სულიერ სამყაროში ბეღელში მარცვლად დაგროვილი, ქვეყანაზე თესლად განიბნევა. ღვთის მსახურთა ალყაშემორტყმული გარნიზონი მწობრ არმიად გადაიქცა; მსოლიოს გზები მაი მწყობრი ნაბიჯის ქუხილმა აავსო. ამ მზარდი ლაშქრის წინ, შორს, კაცი მიდიოდა და მღეროდა; მარტივად, როგორც იმ დილით, ზამთრის ტყეში, მარტო სიარულისას.

No comments:

Post a Comment