ერთი
გადმოცემის თანახმად, რომელიც სწორიც
რომ არ იყოს, მაინც საინტერესოა, ფანცისკი წმინდანის
მეტსახელია. არის
რაღაც დამახასიათებელი იმაში,
რომ მას ჩვეულებრივი სკოლის
ბიჭივით „ფრანგს“ ეძახდნენ.
ამ
ვერსიის თანახმად
მეგობრებმა
მას
„ფრაჩესკო,“ ანუ „პატარა
ფრანგი“ ტრუბადურთა ფრანგული
პოეზიის სიყვარულისთვის
შეარქვეს. მეორე
ამბავი უფრო სარწმუნოა: საფრანგეთიდან
დაბრუნებულ
მამას
სახლში ახალშობილი იოანე
დახვდა; იქაური
კომერციული
წარმატების
გამო
ფრანგული
გემოვნებით
და კეთილგანწყობით
აღფრთოვანებულმა
მამამ
შვილს
ახალი – ფრანკის ანუ ფრანგის
აღმნიშვნელი სახელი დაარქვა.
ორივე
შემთხვევაში, სახელი გარკვეული მნიშვნელობას
იძენს, რადგან ფრანცისკს
თავიდანვე აკავშირებს ტრუბადურთა
მისთვის
რომანტიკულ და ზღაპრულ
ქვეყანასთან.
მამა
– პიეტრო ბერნადონე, ასიზის
ქსოვილით მოვაჭრეთა გილდიის
მნიშვნელოვანი წევრი იყო.
ძნელია ასეთი კაცის მდგომარეობა აღწერო, და არაფერი თქვა
ასეთ გილდიაზე და საერთოდ -
ასეთ ქალაქზე. ეს ის არაა, რასაც
კაპიტალიზმის პირობებში
ბიზნესმენს ან მოვაჭრეს
ვუწოდებთ. ბერნადონეს, იქნებ
ჰყავდა
კიდეც
დაქირავებული
ხალხი, მაგრამ ის არ იყო
დამქირავებელი, ანუ დაქირავებულთა
კლასისგან განცალკევებული
დამქირავებელთა
კლასის წარმომადგენელი.
დანამდვილებით
ის
ვიცით,
რომ ერთი დაქირავებულთაგანი
მისი ვაჟი ფრანცისკია, ვისაც
ალბათ
არცერთი
ბიზნესმენი არ
დაიქირავებდა,
რამე სხვა შესაძლებლობა რომ
ჰქონოდა. ვიცით, რომ ის მდიდარია,
რამდენადაც შეიძლება გამდიდრდეს
გლეხი საკუთარი ოჯახის შრომის
წყალობით, რომელსაც
გლეხის ოჯახზე არანაკლებად
ამუშავებს. ის
დაწინაურებული მოქალაქეა,
მაგრამ იმ სოციალური წესრიგის
ნაწილია, რომელიც ზედმეტად
დაწინაურების
საშუალებას არ იძლევა;
წესრიგის, რომელიც
ასეთ ხალხს თავის მარტივ
დონეზე აკავებს. სიმდიდრე,
რომელიც ჩვენ დროში ქსოვილით
მოვაჭრეს ლორდად ან დახვეწილ
ჯენტლმენად მოგაჩვენებს, მათ
მძიმე
შრომისაგან ვერ ათავისუფლებს.
ესაა
წესი, რომელიც გამონაკლისითაც
დასტურდება. ფრანცისკი
ყველგან
პოპულარულია. ტრუბადურობის
და ფრანგული მოდის უწყინარი
მკვეხარა მიმდევარი ქალაქის
ახალგაზრდობის რომანტიკული
წინამძღოლია. ფულის ფლანგვა
კეთილგანწყობასა
და ზედმეტობებში
განუყოფელია ამ
ადამიანისაგან,
რომელმაც ცხოვრების ბოლომდე
ვერ გაიაზრა ფულის მნიშვნელობა.
ამან ათქმევინა სიამაყენარევი
სასოწარკვეთილებით დედამისს:
„პრინცს უფრო ჰგავს, ვიდრე
ჩვენს
შვილს;“ ნებისმიერი მოვაჭრის
ცოლი იგივეს
იტყოდა.
ერთერთ
უადრეს
ეპიზოდში
მას ბაზარში, ქსოვილით მოვაჭრეს
ვხედავთ (საინტერესოა,რამდენადაა
ეს პრინცისთვის დამახასიათებელი.)
ის
რაც
მოხდა,
მისი ხასიათის ტევადი
და მძაფრი
დახასიათებაა - ჯერ
კიდევ რწმენით
ფერისცვალებამდე. ვიდრე
ის ხავერდს და ძვირფას მორთულობას
ვიღაც მდიდარ ვაჭარს სთავაზობდა,
მათხოვარმა მოწყალება ითხოვა,
და როგორც ჩანს, საკმაოდ
უტიფრადაც. იმდროინდელი
საზოგადოება მარტივი და უხეში
იყო; მშიერ ადამიანს, რომელიც
საკვებს ითხოვდა,
კანონი არ სდევნიდა, როგორც
ახლა, ჩვენს ჰუმანურ დროში.
ორგანიზებული პოლიციის
არარსებობა
კი
საშუალებას
აძლევდა ასეთ ადამიანებს
დაუსჯელად მოებეზრებინათ
თავი შეძლებული თანამოქალაქეებისთვის.
თუმცა
ბევრგან ალბათ ადგილობრივი
ჩვეულება წესიერი გარიგების
ჩაშლასაც
კრძალავდა.
მოკლედ,
სულელური მდგომარეობა
შეიქმნა. ფრანცისკს ყოველთვის
უყვარდა უიმედოდ სულელურ
მდგომარეობაში ჩავარდნილი
ხალხი.
ამ
შემთხვევაში, როგორც ჩანს,
გაორებულმა საუბარმა ის
დააბნია, იქნებ გააღიზიანა
კიდეც. შეიძლება გაღიზიანება
გააძლიერა
მისი ქცევის ბუნებრივად
მაღალმა
სტანდარტმა. ყველა თანხმდება,
რომ თავაზიანობა
მისგან იმთავითვე იტალიური
ბაზრის შადრევანივით
გადმოედინებოდა.
მას თავისუფლად შეეძლო თავისი
ლექსებისათვის მიემატებინა
და საკუთარ დევიზად
ექცია ბ-ნი ბელლოკის ლექსი:
"Of Courtesy, it is much less
Than
courage of heart or holiness
Yet
in my walks it seems to me
That the grace of God is in Courtesy."
(„სიწმინდესთან
და გულადობასთან
გულითადობა
ახლოს ვერ მივა.
თუმცა
კი ვფიქრობ სეირნობისას
რომ
ღვთის მადლია გულითადობა“)
ფრაცისკ
ბერნადონეს გულადობაში ეჭვი
არავის შეჰპარვია, ის დროც
ახლოვდებოდა, როდესაც აღარავინ
იეჭვებდა მის სიწმინდესა და
ღვთის მადლსაც. მაგრამ არსებობს
ერთი რამ, რითიც ეს თავმდაბალი
ადამიანი ამაყობდა - თავაზიანობა. ეს ჩვეულებრივი
შემთხვევა მისი ხასიათის
უკან მიმალული უზარმაზარი
შესაძლებლობების თვალის
შევლების საშუალებას გვაძლევს.
ასეა თუ ისე, ორ ადამიანთან
ერთდროული ურთიერთობა გაძნელდა,
მაგრამ ფრანცისკმა როგორღაც
მოახერხა მოვაჭრესთან საქმის
დამთავრება და აღმოაჩინა,
რომ ამასობაში მათხოვარი
გაუჩინარებულიყო. ფრანცისკი
ფარდულიდან გამოვარდა, ძვირფასი
საქონელი დაუცველად მიატოვა
და მათხოვრის საძებნელად
ელვის სისწრაფით გაეშურა.
მცირე ქალაქის მიხვეულ - მოხვეულ ვიწრო ქუჩებში იმდენი ირბინა,
რომ ბოლოს, როგორც იქნა, თავის
მათხოვარს მიაგნო და გაოგნებული,
ფულით აავსო. ამის შემდეგ ცოტა
ხნით შედგა და ღმერთს აღუთქვა,
რომ გაჭირვებულს დახმარებაზე
უარს აღარასდროს ეტყოდა. ამ
ელვისებური გადაწყვეტილების
სიმარტივე უკიდურესად
საჩვენებელია. არცერთ ადამიანს
არ გაუცია ასე უშიშრად დაპირებები.
მთელი მისი ცხოვრება უწესრიგოდ
დახვავევბული ნაჩქარევი
დაპირებებია; და ყველა მათგანი
შესრულდა.
ფრანცისკის
პირველი ბიოგრაფები, მისი
ცხოვრების პირველ წლებში იმ
სულიერი მიწისძვრის მომასწავებელ
ნიშნებს ეძებენ, რომელმაც
მოგვიანებით რელიგიური
გადატრიალება მოახდინა.
დღევანდელი გადასახედიდან
დრამატული ეფექტი არა თუ არ
მცირდება, არამედ იზრდება
კიდეც იმის გააზრებით, რომ
არავითარ ასეთ მისტიკურ ნიშანს
ახალგაზრდა კაცის ცხოვრება
არ ატარებს. მომავალი აღმაფრენის
მაუწყებელი არანაირი განცდა,
რომელიც სხვა წმინდანების
ცხოვრებაში გვხვდება, აქ არ
არსებობს. ფრანგი პოეტის
სოცნებო დიდებას მხედრული
დიდების მოპოვების სურვილი
ეჯიბრება. ის ზნეკეთილი დაიბადა;
იყო ჩვეულებრივად, ბიჭურად
გულადი, მაგრამ სიკეთეც და
მამაცობაც იქამდე ვრცელდებოდა,
სადაც ნებისმიერი ბიჭი გაავლებდა
ზღვარს. მაგალითად, მას ზარავდა
კეთრი, რასაც არცერთი ნორმალური
ადამიანი სამარცხვინოდ არ
ჩათვლიდა. მას უყვარდა მხიარული
და ხასხასა ფერის შუასაუკუნოვანი
ჰერალდიკური გემოვნების
შესაბამისი სამოსი და საერთოდ,
მხიარულების მოყვარული ხასიათი
ჰქონდა. ქალაქს წითლად თუ არა,
ცისარტყელას ფერებით გააფერადებდა
ალბათ, როგორც შუასაუკუნოვან
ნახატზე. თუმცა მათხოვარს
გამოდევნებული მხიარულად
ჩაცმული ახალგაზრდის ამბავი
გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის
მისი ხასიათის თვისებებზე.
მაგალითად,
სისწრაფეზე.
ერთხელ მათხოვარს დადევნებული,
ის მთელი დარჩენილი ცხოვრება
არ გაჩერებულა და ყველა
დავალება, რომელსაც ასრულებდა,
სიყვარულის დავალება იყო. აქ
მისი ხასიათის სირბილეც
იკვეთება, ჭეშმარიტი სირბილე,
რომელმაც შეიძლება შეცდომაშიც
ადვილად შეგიყვანოს. მას
გარკვეული წინდაუხედაობაც
ახასიათებს. ეს წმინდანი
ანგელოზების მსგავსად მფრინავი
ფეხებით ან ფრთებით უნდა
გამოესახათ; იმ ტექსტის
სულისკვეთებით, რომელიც
ანგელოზებს ქარად, მახარობლად
და ცეცხლის ალად წარმოგვიდგენს.
მთელი მისი სიფაქიზის მიუხედავად,
მის სისწრაფეში მოუთმენლობაცაა.
ეს ფსიქოლოგიური ჭეშმარიტება
იმ თანამედროვე გაურკვევლობის
კარგი ილუსტრაციაა რომელიც
სიტყვა „პრაქტიკულის“ ირგვლივ
სუფევს. თუ ის იოლი გზით სიარულს
გულისმობს, წმ. ფარნცისკი
სრულიად არაპრაქტიკული
ადამიანი იყო, მისი მიზნები
კი სრულიად არაამქვეყნიური.
მაგრამ თუ პრაქტიკულობაში
ვგულისხმობთ დროული და ენერგიული
ქმედების უპირატესობას ეჭვსა
და უმოქმედობაზე, ის ზედმიწევნით
პრაქტიკულ ადამიანად
წარმოგვიდგება. ვინმემ შეიძლება
შეშლილად მონათლოს, მაგრამ
მეოცნებისა არაფერი სცხია.
არავინ იტყვის რომ საქმიანია,
თუმცა მოქმედების, და თან
გადამჭრელი მოქმედების კაცია;
იმდენად სწრაფად და პრაქტიკულად
მოქმედებს, რომ სიფრთხილისთვის
დრო არ რჩება. ცხოვრების გზაზეც
ისეთივე მოულოდნელობით ცვლის
გეზს, როგორც ქალაქის ქუჩებში
მათხოვარს დადევნებული.
მეორე
რამ, რასაც ეს ამბავი გვიჩვენებს,
ბუნებრივი ინსტინქტი იყო,
ვიდრე ზებუნებრივ იდეალად
არ იქცა; ის, რაც ბოლომდე არასდროს
დაკარგულა შუა საუკუნეების
იტალიის მცირე რესპუბლიკებში;
ბევრისთვის ძალიან დამაბნეველი,
უფრო გასაგები სამხრეთელთათვის
ვიდრე ჩრდილოელთათვის, და
ვფიქრობ, კათოლოკეთათვის,
პროტესტანტებთან შედარებით:
ესაა ადამიანთა თანასწორობის
ბუნებრივი რწმენა, რომელსაც
ბევრი არაფერი ესაქმება
ადამიანის ფრანცისკანული
სიყვარულთან; პირიქით, ორთაბრძოლის
თანასწორობა მისი უშუალო
შემოწმებაა. დაბადებით
კეთილშობილი თანასწორობის
მომხრედ ვერ ჩაითვლება, ვიდრე
მსახურთან ჩხუბი წარმოუდგენლად
მიაჩნია. ფრანცისკანული საძმოს
ეს წინაპირობა უკვე იგრძნობა
ამ ადრეულ შემთხვევაში.
ფრანცისკი რეალურად ორჭოფობდა,
ვისთვის მიეხედა – ვაჭრისთვის
თუ მათხოვარისთვის, ჯერ ვაჭარს
მიხედა, შემდეგ კი მათხოვარს
მოუბრუნდა. მისთვის ორივე
ადამიანია. ძნელია ამის აღწერა
საზოგადოებაში, რომლისთვისაც
ეს განცდა უცხოა, თუმცა ესაა
ამ ყველაფრის საფუძველი;
ამიტომ დაიწყო სახალხო მოძრაობა
ასეთ ადგილას და ასეთ ადამიანში.
მისი სულგრძელობა კოშკივით
აღიმართა ვარსკვალვურ
სიმაღლემდე, რომელიც თავბრუდამხვევად
და შლეგურადაც კი გვეჩვენება;
მაგრამ მისი საძირკველი
ადამიანთა თანასწორობის
მაღალ ზეგანზეა ჩაყრილი.
წმ.
ფარნცისკოს ახალგაზრდობის
ეს გადმოცემა ასიდან ერთერთია
მხოლოდ. მის მნიშვნელობაზე
იმიტომ შევჩერდი,
რომ სხვანაირად
ყველაფერი მსუბუქი
ამბის თხრობას დაემსგავსებოდა.
მფარველობითი
ტონით მონაყოლი „გულისამაჩუყებელი“
ამბები
კი წმ.
ფრანცისკს
არ
შეეფერება.
ასეთი ამბები კი ძალიან ბევრია
და მათ ძირითადად შუასაუკუნოვანი
შეფერილობის სენტიმენტალური
განწყობის შესაქმნელად
იყენებენ, ნაცვლად იმისა, რომ
მათში და თავად წმინდანში
თანამედროვეობისადმი გამოწვევა
დაინახონ. ჩვენ მის ხასიათის
განვითარებას სერიოზულად
ვეკიდებით, და შემდეგი ამბავიც
სრულიად განსხვავებულ გარემოში
ხდება. თუმცა ისევე, როგორც
წინაში, აქაც, თითქოს
შემთხვევით
იხსნება გონების თუ
არაცნობიერი
გონების უზომო
სიღრმე.
ფრანცისკიც ისევ ჩვეულებრივ
ახალგაზრდა კაცად
მოჩანს,
და სწორედ ასეთი თვალთახედვით
ვრწმუნდებით, რამდენად
არაჩვეულებრივ ახალგაზრდასთან
გვაქვს საქმე.
ასიზისა
და პერუჯას შორის ომი დაიწყო.
ახლა დამცინავად იტყვიან,
რომ ასეთი შუასაუკუნოვანი
იტალიური ომები არც არასდროს
შეწყვეტილა. ამაზე
მოგახსენებთ: რომელიმე
ასეთი ომი საუკუნეც რომ
გაგრძელებულიყო, მოკლულების
რაოდენობით ოდნავადაც ვერ
მიუახლოვდებოდა
ერთი წლის განმავლობაში ჩვენს
დიდ თანამედროვე ინდუსტრიულ
იმპერიებს შორის გაჩაღებულ
დიდად მეცნიერულ ომში დახოცილთა
რაოდენობას.
შუასაუკუნოვანი რესპუბლიკის
მოქალაქეს
სთხოვდნენ მომკვდარიყო
იმისთვის, რისთვისაც ცხოვრობდა:
სახლისთვის, რომელშიც ცხოვრობდა,
ტაძრისთვის, რომელსაც თაყვანს
სცემდა და მმართველისთვის
და წარმომადგენელისთვის,
რომელსაც კარგად იცნობდა. მას არ
ჰქონდა საკმარისად ფართო
თვალსაწიერი, უსახელო
გაზეთების გავრცელებული,
ცხრა მთას იქით გადაკარგული
კოლონიის უკანასკნელი
ჭორებისთვის რომ
გაეწირა
თავი. და თუ საკუთარი მწარე
გამოცდილება
გვათქმევინებს, რომ ომი
ცივილიზაციის
დამბლას იწვევს, უნდა ვაღიაროთ,
რომ ამ მეომარმა ქალაქებმა
წარმოშვეს დამბლადაცემული
ადამიანები სახელად დანტე
და მიქელანჯელო,
არიოსტო
და ტიციანი, ლეონარდო და
კოლუმბი, აღარაფერს ვიტყვი
ეკატერინე სიენელსა და ამ
ამბის გმირზე.
ბნელი საუკუნეების ადგილობრივი
პატრიოტიზმის გამო მოთქმას
იქნებ სჯობდეს, საინტერესო
ფაქტი გავიხსენოთ: ყველა დროის
უდიდეს ადამიანთა სამი მეოთხედი
ამ პატარა ქალქებიდან გამოვიდა
და ხშირად ამ პატარა ომებშიც
უომია. აი ჩვენი
დიდი
ქალაქებიდან თუ
რამე
გამოვა, ჯერ კიდევ საკითხავია.
თუმცა
მსგავსი არაფერი შეიმჩნევა
მას შემდეგ,
რაც
ისინი გაიზარდა.
დროდადრო ჩემი ყმაწვილობისდროინდელი
წარმოსახვა
მკარნახობს
– არაფერი გამოვა, ვიდრე ქლეფემი
გალავანს არ შემოივლებს და
უიმბლდონი
ღამით
განგაშის ზარებს
არ დაარისხებს.
მოკლედ,
ასიზიში განგაშის ზარმა დარეკა
და მოქალაქეებმა იარაღი აისხეს,
მათ შორის - ქსოვილით მოვაჭრის
ვაჟმა ფრანცისკმაც. ის შუბოსანთა
რაზმთან ერთად საომრად გაემართა
და
რომელიღაც ბრძოლაში რაზმთან
ერთად ტყვედ ჩავარდა. ამ
ამბავში
ლაჩრობისა
თუ
ღალატის
მინიშნებაა:
ერთერთ
ტყვეს არავინ ახლოს არ იკარებს,
საპყრობილეშიც
კი. ასეთი
რამ, ჩვეულებრივად, ადამიანის
მხედრულ პასუხიმგებლობაზე
მეტყველებს. ამ მდგომარეობაში
ვიღაცამ მცირე, მაგრამ საინტერესო
დეტალი შეამჩნია, ერთი შეხედვით,
უფრო უარყოფითი, ვიდრე დადებითი:
ფრანცისკი, როგორც გვეუბნებიან,
მთელი თავისი თავაზიანობით
და თანაგრძნობით, დატყვევებული
მეგობრების სულიერ მხნეობაზე
ზრუნავს, „თავისუფალი და
მხიარული.“ როდესაც საქმე იმ
იდუმალ გარიყულზე მიდგება,
მოღალატეა
თუ ლაჩარი, ფრანცისკო მას
ზუსტად ისევე ექცევა, როგორც
დანარჩენებს – არა ცივი
თანაგრძნობით, არამედ მეგობრული
კეთილგანწყობით.
იმ
საპყრობილეში
რომ
ნათელმხილველი აღმოჩენილიყო,
დაინახავდა, რომ რაღაც ახალს
და თითქმის უწესოს
ესწრება: როგორ მოექანება
მოქცევის
ღრმა
ტალღა
მოწყალების
უცნობი ზღვიდან.
ამ
თვალსაზრისით ფრანცისკს
მართლაც აკლდა რაღაც, რის
მიმართაც
ის ბრმა იყო,
ამის
წყალობით კი
უკეთეს და უმშვენიერ
რამეს ხედავდა. მეგობრული
კეთილგანწობის ყველანაირი
შეზღუდვა, ურთიერთობებში
დასაშვების და დაუშვებელის
გამყოფი ნიშნები, პირობითობები,
რაც ნორმალური
და კეთილშობილიც
კია
ჩვეულებრივი
ადამიანისთვის, ყველაფერი
ეს, რაც ერთად აკავებს პატიოსან
ადამიანებს, არასდროს აკავებდა
ამ ადამიანს. მას ყველა ადამიანი
მოსწონდა, განსაკუთრებით კი
ისეთები, რომელთა მოწონებასაც
მას არ უწონებდნენ. რაღაც
უზარმაზარი და საყოველთაო
უკვე ჩანს იმ საპყრობილეში.
იმ ნათელმხილველს არ გაუჭირდებოდა
სიბნელეში
მოწყალების
წითელი
შარავანდის
დანახვა, რომელიც ამ
ერთ
წმინდანს წმინდანებისგანაც და ადამიანებისგანაც გამოარჩევს.
იქნებ
იმ
პირველი, მკრეხელობამდე
მისული
დალოცვისათვისაც
მოეკრა
ყური: „ის უსმენს მათ, ვისაც
ღმერთიც არ მოუსმენს.“
ის, რასაც ნათელმხილველი დაინახავდა
ალბათ
ვერ დაინახავდა
თავად
ფრანცისკი.
აქ
მოქმედებს
მისი
არაცნობიერი
სიდიდე,
მოქმედებს
უკანონოდაც
კი, რომ
არა ღვთიური
კანონი, რომელსაც წვდება.
თუმცა
საეჭვოა,
ამ კანონის ღვთიურობა თავად
რომ სცოდნოდა. ნათელია, რომ
ამ დროს ის არ აპირებდა
მხედრული
ცხოვრების
მიტოვებას და მითუმეთეს,
სამონასტროს დაწყებას. იმ
დროში
არ არსებობდა
უმცირესი შეუთავსებლობაც
კი ადამიანის
სიყვარულსა და მასთან
ბრძოლას შორის, როგორც ეს
პაციფისტებს და პედანტებს
ეჩვენება. ოღონდ
ბრძოლა პატიოსანი უნდა
ყოფილიყო, მიზეზი
კი
-
კეთილი. ვფიქრობ, ამ დროს
ახალგაზრდა კაცის გონება
მხედრული ზნეობისკენ
ისწრაფოდა,
და
სწორედ ამ დროს მას
თავს
პირველი გაჭირვება დაატყდა:
დაავადება, რომელიც ბევრჯერ
მოუბრუნდა
და მისი თავზეხელაღებული
წინსვლა შეაფერხა. ავადმყოფობამ
ფრანცისკს სერიოზულობა შემატა,
მაგრამ ეს
ჯარისკაცის
სერიოზულობაა,
ან კიდევ სერიოზულობა ჯარისკაცობის
თაობაზე. და
ვიდრე შუშდებოდა, დაიწყო
რაღაც
უფრო დიდი - ქალაქებს
შორის წვრილ ქიშპობასთან შედარებით - რაც გზას უხსნის თავგადასავალს
და პატივმოყვარეობას: სიცილიის
გვირგვინი იმ დროს მნიშვნელოვანი
დავის საგანი გახდა და ერთერთ
მაძიებელს, ვინმე გოტიე დე
ბრიენს მხარი
პაპმა
დაუჭირა.
ასიზის ახალგაზრდობა, მათ
შორის ფრანცისკიც, ამას
გამოეხმაურნენ და უკანასკნელის
წინადადებით გადაწყვიტეს
აპულიაში
გრაფის სახელით წასვლა.
შესაძლოა, მისმა ფრანგულმა
სახელმაც ითამაშა გარკვეული
როლი. არ უნდა დაგვავიწყდეს,
რომ იმდროინდელ,
ციცქნა
რესპუბლიკებით აჭრელებულ
მიწებზე მეტ ინტერნაციონალიზმს
შეხვდებოდით,
ვიდრე დღევანდელ
ერთგვაროვან და
შეუღწევად
ნაციონალურ
დაყოფაში. ასიზის
მაგისტრატის ხელისუფლება
ალბათ ქალაქის გალავანიდან
ისრის ნასროლზე
თუ
ვრცელდებოდა. მიუხედავად
ამისა, მისი
თანაგრძნობა
შეიძლება
სიცილიის დამლაშქვრელ
ნორმანებთან, ტულუზის
ტრუბადურებთან, გერმანულ
ტყეში კურთხეული იმპერატორთან
ან სალერნოს დევნილობაში
მომაკვდავ დიდ
პაპთან
ყოფილიყო. უნდა
გვახსოვდეს: როცა ეპოქის
მთავარი ინტერესები რელიგიურია,
მათი მასშტაბიც
სამყაროსეულია. თანამედროვე
ადამიანისათვის ძნელი გასაგებია
რამდენიმე რელიგიური ასპექტი,
რომელიც ამ ეპოქასთანაა
დაკავშირებული. ჩვენ ამ
დაცილებული დროის ხალხს თითქმის
პირველყოფილად აღვიქვამთ, ამ
ამბებს
კი
ჩვენი ბუნდოვანი წარმოდგენა
ეკლესიის
ისტორიის საწყის პერიოდს
აკუთვნებს.
არადა ეკლესია ამ დროს უკვე
ათას წელს ითვლიდა,
რაც საფრანგეთის დღევანდელ
ასაკს უტოლდება, ინგლისის
ასაკს კი
ბევრად
აღემატება. ეტყობოდა
კიდეც ასაკი; თითქმის ისევე,
როგორც ახლა, ან იქნებ უფრო
მეტადაც. ის ჰგავდა გრძელი
თეთრი წვერით მოსილ დიდ
შარლემანს, რომელმაც წარმართებს
ასი
ომი გაუმართა
და ლეგენდის
მიხედვით,
ორასი
წლის ასაკის მიუხედავად,
ანგელოზმა
კიდევ
ერთის
გამართვა სთხოვა.
ეკლესიამ
ათას წელს გადააბიჯა და მეორე
ათასწლეულს
შეუდგა. მან გაიარა ბნელი
საუკუნეები, სადაც ბევრს
ვერაფერს იზამდა, ბარბაროსებთან
ომის და მრწამსის ჯიუტი
გამეორების გარდა.
მრწამს
მუდმივად იმეორებდნენ
გამარჯვების თუ გადარჩენის
შემდეგ, და ბუნებრივია, თუ
ვივარაუდებთ, რომ ეს მუდმივი
გამეორება, ცოტა არ იყოს,
მონოტონური იყო.
ეკლესია უფრო ასაკოვანი ჩანდა,
ვიდრე ახლა და ზოგიერთებს
ეგონათ,
რომ ის მომაკვდავია, როგორც
ახლა ჰგონიათ.
სინამდვილეში ჭეშმარიტი
რწმენა
არ მომკვდარა, მაგრამ ალბათ
მოსაბეზრებებლი
გახდა; ყოველ შემთხვევაში
გარკვეული ადამიანები ასე
ფიქრობდნენ. პროვანსალელმა
ტრუბადურებმა უკვე
დაიწყეს აღმოსავლური ფანტაზიებისა
და პესიმიზმის პარადოქსისკენ
შემობრუნება: ევროპელს ეს
ყოველ ჯერზე სიახლედ
ეჩვენება, როცა კი საკუთარი საღ
აზრს
მოძველებულად ჩათვლის.
ამ საუკუნეების უიმედო გარეგანი
ომებისა და დაუნდობელი შინაგანი
ასკეზის შემდეგ ოფიციალური
ორთოდოქსია თითქოს
მართლაც
მოძველდა.
პირველი ქრისტიანების
თავისუფლება და სიახლე
პრეისტორიული ოქროს ხანასავით
ჩანს
– ზუსტად ისევე, როგორც ახლა.
რომი
ისევ უფრო
რაციონალურია,
ვიდრე სხვა ყველაფერი. ეკლესია
უფრო ბრძენია,
ვიდრე ქვეყნიერება, მაგრამ
მასთან შედარებით უფრო დაღლილი
ჩანს.
აზიიდან მონაბერ შეშლილ
მეტაფიზიკაში მეტი თავგადასავალი
და მიმზიდველობა იგრძნობა.
სამხრეთ საფრანგეთის თავზე
ოცნება ღრუბელში
იყრის თავს,
რათა ანათემის და სამოქალაქო
ომის მეხად იქუხოს.
სინათლე მხოლოდ რომის გარშემო,
დიდ ვაკეზე სუფევს, მაგრამ
სინათლე მკრთალია და ვაკე
ბრტყელი; წმინდა
ქალაქის ირგვლივ ჰაერიც და
უძველესი სიჩუმეც უძრავია.
მაღლა,
ბნელი სახლის სიჩუმეში ფრანჩესკო
ბერნადონეს სძინავს და იარაღი
ესიზმრება. სიბნელეში მას
ეზმანება ჯვაროსნულად
გადაჯვარედინებული საუცხოო
ხმლები; შუბები, ფარები და
აბჯარი წმინდა სიმბოლოთია
აღბეჭდილი. გაღვიძებული, ის
სიზმარს საბრძოლო ბუკის
მოწოდებად აღიქვამს და ცხენისა და იარაღისკენ
მიეშურება. მას მოსწონს
რაინდული
ცხოვრება და ეტყობა, უკვე
დასრულებული
მხედარი და საბრძოლო ბანაკით
გამოცდილი მებრძოლია.
ეჭვგარეშეა, რომ ის რაინდობის
ქრისტიანული წესს ამჯობინებს
და ისიც ცხადია, რომ მას დიდება
სწურია, მაგრამ მასში ის
განუყოფელია ღირსებისგან.
კეისრის მიერ ყველა
ლათინისთვის
დატოვებული დაფნის გვირგვინიც
მისი თვალსაწიერის მიღმა არ
უნდა იყოს დარჩენილი.
ასიზის
სქელ გალავანში
გაჭრილი კარიბჭე საომრად
მიმავალის
უკანასკნელ დატრაბახებას
ეხმიანება: „უკან დიდი მთავარი
დაგიბრუნდებათ.“
გზად
მიმავალს განახლებულმა სენმა
დარია ხელი და წააქცია. ადვილი
შესაძლებელია, რომ
მოუთმენელი
ხასიათის გამო, გამოჯანმრთელებას
არ დაელოდა
და ისე გაუდგა
გზას. ამ კიდევ უფრო გამანადგურებელი
შეფერხებისას მას, როგორც
ჩანს, მეორე ზმანება ჰქონდა
და ხმამ ამცნო: „შენ ხილვის
აზრი ვერ გაიგე. დაბრუნდი შენს
ქალაქში.“ ავადმყოფი ფრანცისკი
უკან, ასიზიში მილასლასდა,
იმედგაცრუებული და პირქუში,
იქნებ გამასხარავებულიც. მას
არაფერი დარჩენია, მოლოდინის
გარდა. ეს მისი პირველი ჩასვლაა
ბნელ ხევში, რომელსაც დამცირება
ჰქვია. ახლა კლდოვანი და
უდაბური, მოგვიანებით მისთვის
ყვავილებით შეიმოსება.
იმედგაცრუებას
და დამცირებას დაბნეულობა
ემატება: მას მტკიცედ სწამს,
რომ ეს ორი სიზმარი რაღაცას
ნიშნავს, მაგრამ ვერ ხვდება,
რას. ასიზის ქუჩებში და გალავანის
გარეთ, მინდვრებში უმიზნო
ხეტიალისას, უცნაური
რამ მოხდა,
რასაც ყოველთვის არ უკავშირებენ
სიზმრებს, მაგრამ ჩემი აზრით,
მათი აშკარა კულმინაციაა.
ერთ უდაბურ ადგილას, ცხენზე
უხასიათოდ მჯდომმა გზაზე
გამვლელი შეამჩნია და გაქვავდა
- გამვლელი კეთროვანი აღმოჩნდა.
იმწამსვე მიხვდა, რომ მის
მამაცობას გამოცდა ელის, ოღონდ
არა ამქვეყნიური, არამედ
ადამიანის გულის მესაიდუმლის
მიერ მოწყობილი.
მან
დაინახა არა პერუჯას შუბები
და ბაირაღი, რაც ვერასდროს
შეაშინებდა, არა სიცილიის
გვირგვინისათვის მეომარი
არმიები, რაც მასავით მამაცი
ადამიანისთვის მხოლოდ
ჩვეულებრივი საფრთხეა. ფრანცისკ
ბერნადონე გზაზე მისკენ
მომავალ საკუთარ შიშს
შეეჩეხა;
შიში, რომელიც შიგნიდან მოდის
და არა გარედან – მზის სინათლით
განათებული, თეთრი და საზარელი.
პირველად
და უკანასკნელად
მისი დაუდეგარი ცხოვრების
მანძილზე სული გაუშეშდა;
შემდეგ ცხენიდან გადმოეშვა,
რადგან
გაუნძრევლობასა და სიმკვირცხლეს
შორის შუალედს არ ცნობდა, და
კეთროვანს შემოეხვია. ეს იყო კეთროვანთა მსახურების მისი ხანგრძლივი მოწოდების დასაწყისი. ამ
პირველს მთელი ფული მისცა და
სვლა გააგრძელა. ჩვენ არ ვიცით,
რამდენად შორს წავიდა, ან რა
განწყობა ჰქონდა. ამბობენ,
უკან რომ
მოიხედა,
გზა უკაცრიელი იყო.
No comments:
Post a Comment